დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის კორექტირება არ იგეგმება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის კორექტირება არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ლარის კურსის ვარდნის კომენტირებისას განუცხადა.
“მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ არ მოიაზრება იმ პროექტების შემცირება, რომელიც მიმდინარეობს, პირიქით, იქნება გაუმჯობესება, ზოგადად კურსის ცვლილებას რაც შეეხება, ალბათ, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები