თბილისის მოსახლეობას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამგორის, ნადარეიშვილის, მეველეს, ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III, IV მიკრორაიონების და ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, მესხის, სავანელის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ლერმონტოვის, იაშვილის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ოქროყანის, შხეფის, დავითაშვილის, დადიანის და დუმბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: შროშის და ქობულეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის და ძოწენიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონის მიმართულებით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ჭოპორტის, ლიახვის და ჟინვალის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები