აჭარის პროკურატურის ორგანიზებით ჭიდაობაში ტურნირი ჩატარდა
აჭარის ა/რ პროკურატურის ორგანიზებით, 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ტურნირი ჩატარდა.
საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურნირში, რომელიც აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა, ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებას აჭარის ა.რ. პროკურატურის განყოფილების პროკურორი ავთანდილ კილაძე, განყოფილების პროკურორი გელა თებიძე და უფროსი პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე ესწრებოდნენ.
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პრიზიორებს, აჭარის ა/რ პროკურატურის თასი, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.