ვარკეთილის მეტროსთან შუა ხნის ქალბატონს ავტომანქანა დაეჯახა. დაჯახების შედეგად, ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
როგორც შსს-ში “კვირას” განუცხადეს, მძღოლი არ მიმალულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.