სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი 17 ცალი მრგვალი მორი აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.
კერძოდ, ბორჯომის რაიონის სოფელ რველში სამართალდამრღვევის საცხოვრებელი სახლის ეზოში სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი 17 ცალი მრგვალი მორი აღმოაჩინეს. შედგენილია შესაბამის აქტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები