პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში ელჩები მიიღო

     საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის პირველ პირს რწმუნებათა სიგელები შვიდი ქვეყნის: ომანის სასულთნოს, ირლანდიის, ავსტრალიის, სერბეთის, თურქმენეთის, ფილიპინებისა და მალტის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები