„სი-თი პარკის“ თანამშრომლები გაათავისუფლეს

კომპანია „სი-თი პარკის“ თანამშრომლები, რომლებიც გუშინ დააკავეს, თავისუფლები არიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
როგორც „რუსთავი 2“-თან საუბარში დაკავებულების ადვოკატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, არც ერთ მათგანს ბრალი არ წარედგინა, თუმცა გამოძიება მანქანის გადაყვანის გარემოებებზე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ „სი-თი პარკის“ 3 თანამშრომელი გუშინ დააკავეს. მათ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი საჯარიმო სადგომზე ისე გადაიყვანეს, რომ მანქანაში მცირეწლოვან ბავშვს ეძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები