ხულოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხულოს რაიონის სოფელ შუასოფელში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ შუასოფელში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი სამართალდამცველებმა მდინარის პირას აღმოაჩინეს.
გარდაცვლილ მამაკაცს 21 აგვისტოდან ეძებდნენ. მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები