პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღისადმი მიღძვნილი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში საზეიმო ღონისძიებას მართავს.
ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში 20:00 საათისთვისაა დაგეგმილი. 21:00 საათიდან კი სიტყვით მიმართვები დაიწყება.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს , დაგეგმილია ასევე პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლაც. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, მათ აღმასრულებელი და საკანონდმებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან აქვთ თანხმობა, რომ ისინი დღევანდელ ღონისძიებას დაესწრებიან. „დღეს 20 წელი შესრულდა იმ დღიდან რაც საქართველომ მიიღო დღევანდელი კონსტიტუცია.
კონსტიტუცია, როგორც მოგეხსენებათ, არის ქვეყნის ძირითადი კანონი და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ყველა ჩვენგანის თანაცხოვრებისთვის ბაზისური, სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოს შემქმნელი.
საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა , რომ დღევანდელი დღე აღინიშნოს საზეიმო ღონისძიებით. ღონისძიებაზე მოწვეული არის როგორც დღევანდელი პარლამენტის ასევე კონსტიტუციის მიმღები პარლამენტის დეპუტატები.
ასევე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები. აგრეთვე სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და საზოგადოების სხვა წარმოამდგენლები“,-განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით პატარაიამ.
საქართველოს კონსტიტუციას დღეს 20 წელი შეუსრულდა. 1995 წლის 24 აგვისტოს დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებად გაიყო.
ძალაში კი შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები