საქართველოს კონსტიტუციას 20 წელი შეუსრულდა

საქართველოს კონსტიტუციას დღეს 20 წელი შეუსრულდა. 1995 წლის 24 აგვისტოს დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებად გაიყო. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.
ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.
სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით[6].
საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას.
საქართველოს კონსტიტუცია რამდენჯერმე შეიცვალა.
ბოლო ძირეული ცვლილება პორლამენტმა 2010 წლის 15 ოქტომბერს დაამტკიცა. ის ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა.
დღესაც შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა მოამზადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები