სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით სპეციალური ღონისძიებები გატარდება

 სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია სეტყვის შედეგად დაზიანებული ვენახებისა და მრავალწლოვანი ნარგავების გადარჩენა. შესაბამისად, ახალგაზრდა ვენახების/მრავალწლოვანი კულტურების შეძლებისდაგვარად აღდგენა/რეაბილიტაციისა და სრულმსხმოიარე ვენახების/მრავალწლოვანი ნარგავების პროფილაქტიკის მიზნით, სოფლის მეურნეობისსამინისტრო სტიქიის ზონების მოსახლეობას სპილენძის შემცველ პრეპარატებს გამოუყოფს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან მოსახლეობას, ვისაც მფლობელობაში 5 ჰა-მდე ფართობის ვენახი/მრავალწლოვანი ნარგაობა აქვს, რაიონებში არსებულ აგრომაღაზიებში 1 ჰა ფართობზე 65 ლარის ღირებულების პრეპარატების მიღება შეეძლებათ. მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01. დაზარალებულ მოსახლეობაზე სპილენძის შემცველი პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიებით მოხდება. მოსახლეობის ხელშეწყობისა და ზარალის რისკების შემცირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სექტემბრის თვიდან აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებებს განახორციელებს. გაიზრდება სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება და ნაცვლად 60 %-ისა, სახელმწიფო სადაზღვევო პრემიის 70 % დააფინანსებს.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, სტიქიით შედეგად მიღებულმა ზარალმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აგროდაზღვევას ალტერნატივა არ აქვს. მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამიინისტრო კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს აგროდაზღვევის პროგრამის სტიმულირებას და განვითარებას.

სამინისიტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ აგროდაზღვევის პროექტში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემცირებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები