გიგლა აგულაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა, სადაც რეგიონში მიმდინარე გარემოსდაცვით პროექტებზე იმსჯელეს. აჭარის სანაპირო ზოლის სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი, დეგრადირებული სუბალპური ტყის მასივების აღდგენა, ტყის ფონდის ინვენტარიზაცია – ეს ის პროექტებია, რომელთან განხორციელებაზეც მხარეებმა იმსჯელეს. შეხვედრაზე, აჭარის სანაპირო ზოლის ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგზეც იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები