ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გუშინ, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე (კმ.79 კმ92) ჩამოტანილმა მიწა-კლდის შვავებმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მთელი ღამის მუშაობის შედეგად უზრუნველყო გზის აღდგენა.

სტიკიის შედეგად, ზიანი მიადგა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზას და ამ დრომდე აკრძალულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

გზის აღდგენით სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მელიორაციის სამსახური აწარმოებენ. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ხორიელდება ყველა საჭირო სამუშაოები გზის უმოკლეს ვადაში აღსადგენად.

გუშინ, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე (კმ.79 კმ92) ჩამოტანილმა მიწა-კლდის შვავებმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მთელი ღამის მუშაობის შედეგად უზრუნველყო გზის აღდგენა.სტიქიის შედეგად ზიანი მიადგა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზას და ამ დრომდე აკრძალულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება. გზის აღდგენით სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მელიორაციის სამსახური აწარმოებენ. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ხორიელდება ყველა საჭირო სამუშაოები გზის უმოკლეს ვადაში აღსადგენად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები