კახეთის გუბერნატორი მშობლებს მიმართავს – „არ ინერვიულონ არაფერზე“

 „მინდა მივმართო იმ მშობლებს, რომლებმაც აქ გამოუშვეს სტუდენტები, ბავშვები დასასვენებლად, რომ არ ინერვიულონ არაფერზე. ადგილზე არის საკმაოდ ბევრი საკვები პროდუქტი და არაფერი არ სჭირთ“, – აცხადებს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

შიოლაშვილის ინფორმაციით, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა, სავარაუდოდ, ხვალ დღის ბოლომდე აღდგება. ომალოში მყოფი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ თუშეთიდან ტურისტების გადმოსაყვანად გზის ერთ მონაკვეთზე საფეხმავლო გადასასვლელი გაკეთდება.

„ტექნიკა დღის ბოლომდე მოვა იმ ეტაპამდე, რომ დაახლოებით 150-200 მეტრი იქნება დარჩენილი, სადაც პრაქტიკულად გზა აღარ არის და გზა ხელახლა იქნება გასაყვანი. ამ 150-200 მეტრზეც, ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე საფეხმავლო გადმოსასვლელი გაკეთდეს, რომლის საშუალებითაც თუშეთიდან ტურისტების გადმოყვანა იქნება შესაძლებელი და შემდეგ აქეთა მხარეს დავახვედროთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები. რაც შეეხება გზის აღდგენას, ვფიქრობთ, რომ ხვალ დღის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება გზის აღდგენა“, – განუცხადა გუბერნატორმა „რუსთავი 2“-ს. ამასთან, იგი თუშეთში ჩარჩენილი მოზარდების მშობლებს მიმართავს, რომ მათ შვილებზე არ ინერვიულონ, რადგან ისინი უსაფრთხოდ არიან. „მინდა მივმართო იმ მშობლებს, რომლებსაც აქ გამოშვებული ჰყავთ სტუდენტები, ბავშვები დასასვენებლად, რომ არ ინერვიულონ არაფერზე. ადგილზე არის საკმაოდ ბევრი საკვები პროდუქტი და არაფერი არ სჭირთ“, – აღნიშნა შიოლაშვილმა. ცნობისთვის, კახეთის რეგიონში 21 აგვისტოს, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები