ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის ლოგოსთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ლოგოს დაყადაღებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ბიზნესმენის ადვოკატები ასაჩივრებენ. ქიბარ ხალვაშის ადვოკატები აცხადებენ, რომ ხალვაში ლოგოს შექმნაში მონაწილეობდა და ფინანსური სარგებელი, რომელიც წლების განმავლობაში ტელეკომპანიამ მიიღო, ლოგოს ქვეშ განხორციელდა.

ქიბარ ხალვაშში საჩივარში მოყვანილი არგუმენტები „რუსთავი 2“-ის იურისტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ადვოკატები აცხადებენ, რომ დღევანდელი ლოგო 2009-2010 წლებში არის დამზადებული, ხოლო ის ლოგო, რომელიც ქიბარ ხალვაშის მეწილეობის პერიოდში ფუნქციონირებდა, 2003 წელს შეიქმნა.

რაც მთავარია, მათი განმარტებით, ფინანსურ სარგებელს კომპანია არა ლოგოსგან, არამედ ტელეკომპანიის საქმიანობით იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები