თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
კერძოდ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში მოქალაქე თევზაობდა წვრილთვლიანი 11მმ სასროლი ბადით.
დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შეგახსენებთ, რომ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, აკრძალულია სასროლი ბადის გამოყენება, რომლის დიამეტრი 4,5 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა – 20 მმ-ზე ნაკლები;