გია სოსანაშვილის სასამართლო პროცესი 27 აგვისტოს განახლდება
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 7 მოწმე დაიკითხა, მათ შორის ექსპერტები. მათ განაცხადეს, რომ იური ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე აფეთქდა ფეთქებადსაშიში ნივთიერება, რომლის შედეგადაც იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა.
ექსპერტებმა ისაუბრეს იმაზეც, რომ დნმ-ის კვალი, რომელიც აფეთქების ადგილზე არის ამოღებული, სწორედ გია სოსანაშვილს ეკუთვნის. თავად ბრალდებულის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებებს აბსურდულს უწოდებს.
შემდეგი პროცესი, რომელიც 27 აგვისტოს ჩაინიშნა, კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.