“რუსთავი 2-მა“ საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის სარჩელის შესაგებელი შეიტანა
“რუსთავი 2“-ის იურისტის თამთა მურადაშვილის განმარტებით, “სარჩელში 2 მომენტია დაყენებული.
“სარჩელში 2 მომენტია დაყენებული, ეს არის ლოგოს ავტორობაზე. ამჟამინდელი ლოგო, რომელზეც აპელირებს ხალვაში, არის “რუსთავი 2“-ის საკუთრება და არა ქიბარ ხალვაშის მიერ შექმნილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს – საერთაშორისო პროექტების ავტორობას, დაყენებული გვაქვს არასათანადო მოპასუხედ ცნობის საკითხი, ვინაიდან აღნიშნული პროექტები არ არის “რუსთავი 2“-ის საავტორო უფლებების ობიექტი, არის საერთაშორისო პროექტები და მითითებული გვაქვს ეს კომპანიები და, შესაბამისად, “რუსთავი 2“ საერთოდ არ უნდა იყოს მოპასუხე”,-აცხადებს “რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი.