12 აგვისტო
11:00-ზე თბილისის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის მერიისთვის ფუნქციების გაზრდა და ქონების გასხვისება; სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილების საკითხი და სხვა მიმდინარე თემები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
11:30-ზე ექსპერტი მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრობლემები სასჯელთაღსრულების სისტემაში და რას სთავაზობენ ექსპერტები მინისტრს; მცოცავი ოკუპაცია; ემბარგო და სხვა მიმადინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
11:00
NEW
დიდგორის ველზე, დიდგორობის სახალხო დღესასწაულის 894-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება. „დიდგორობის“ სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრებიან. მისამართი: დიდგორის ველი, თეთრიწყაროს რაიონი, დაბა მანგლისიდან 25 კმ-ში.
11:30
„პირველ პრესკლუბში” „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე და მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების, ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ტუსკაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ საბოტაჟის მცდელობა, კოდორის ხეობის დაკარგვაზე დროული გამოძიების აუცილებლობა, გიორგი კარბელაშვილის მხრიდან ჩადენილი უკანონობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ.
12:00
NEW
დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი, ისნის ჰოპიტლის დევნილებთან ერთად ბრიფინგს გამართავს. თემა:დევნილთა სამინისტროს მიერ ჩადენილი დანაშაული. „დევნილთა შესახებ კანონიდან” ამოღებულია მუხლი, რომლის მიხედვითაც დევნილის უფლებებს სახელმწიფო იცავდა. მისამართი: ნუცუბიძის ქ. #2
E1
15:00
NEW
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება. მისამართი: საქართველოს ეროვნული ბანკი, სანაპიროს 2, მე-5 სართული.
16:00
NEW
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ზედა წეროვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდება და ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს. მისამართი: ზედა წეროვანი (ქარხანა „ბერტას“ მიმდებარე ტერიტორია)
17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება
14 აგვისტო
13:00
„პირველ პრესკლუბში” ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: RMG-ის საქმიანობასთან დაკავშირებული სკანდალური დოკუმენტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ.