„ჰით ბათუმი“ უკრაინულ პოპ-როკ ჯგუფს „ოკეან ელზის“ მასპინძლობს
”ჰით ბათუმი 2015” გრძელდება. ამჯერად, 6-9 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს მასპინძლობს.
7 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე უკრაინული პოპ-როკ ჯგუფის „ოკეან ელზის“ კონცერტი გაიმართება.
„ოკეან ელზი“ (ქართულად „ელზას ოკეანე“), ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული უკრაინული როკბენდი ჩამოყალიბდა 1994 წელს უკრაინაში. ბენდის ვოკალისტი და ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი. ოკეან ელზი ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი უკრაინული როკბენდია არა მხოლოდ უკრაინაში, არამდენ დსთ-ს ქვეყნებშიც.
ბენდი განსაკუთრებულია სიმღერების სიღრმისეული ტექსტებითა და დამახასიათებელი მუსიკალური სტილით, ასევე შთამბეჭდავი მუხტითა და ენერგიით სცენაზე.
თანამედროვე მუსიკის დღეებმა სტარტი 6 აგვისტოს, „კახაბერი და ხანუმების“ კონცერტით აიღო. ამას მოჰყვა ბოშურუ საღამო MANOLO – “The Voice of the Gypsiess” -გან. თანამედროვე მუსიკის კვირეულში ასევე მონაწილეობენ რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“ . ამავე დღეს თანამედროვე მუსიკის დღეები ინგლისური ალტერნატიული როკბენდის „ტოპლოადერის“კონცერტით დასრულდება. კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება.