სპექტაკლის „ყოფილების სარეცელი“ პრემიერა გაიმართება

7 აგვისტოს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის – „ყოფილების სარეცელი“ პრემიერა გაიმართება.
ქართველი დრამატურგის ირაკლი სამსონაძის პიესა „ყოფილების სარეცელი“ ერთმოქმედებიან ლირიკულ კომედიად რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მანანა ბერიძე და ლაშა ბუტულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები