6 აგვისტო
10:30
არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო დარბაზის“ წარმოადგენლები სხვა არასამთავრობოებთან ერთად პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: 8 აგვისტოს დაგეგმილი მასშტაბური აქცია რუსეთის მხრიდან შიდა ქართლში სამხედრო მოქმედებების დაწყების 7 წლისთავთან დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:00
„არგენტინის სახლის“ პრეზიდენტი საქართველოში ნიკოლოზ პატარქალიშვილი და თბილისის საპატიო მოქალაქე ომარ მხეიძე პორტალ „კვირას“ პრესკუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: მასშტაბური პროექტი საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე. ასევე, დაგეგმილი ლეგენდარული ქართველო ფეხბურთელის მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი „პელეს თასის“ საერთაშორისო ტურნირის ჩატარება, რომელშიც მონაწიელობას პელეც მიიღებს.
11:00
ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსი, თეა სტურუა ბრიფინგს გამართავს. თემა: დასაქმების პროგრამა (www.worknet.gov.ge) და არსებული ვაკანსიები. მისამართი: აკ. წერეთლის 144, ჯანდაცვის სამინისტრო
11:00
NEW
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჟურნალისტებს პროფესიულ სასწავლებლებში 2013 წლიდან დღემდე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებ წარუდგენს და სამომავლო გეგმებს გააცნობს. მისამართი: უზნაძის 52
11:30
„პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, სალომე გოგლიძე ორგანიზაციის მიერ, საზოგადოებრივ მაუწყებელში შრომითი ანაზღაურების, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ მომზადებულ მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
E1
07 აგვისტო
14:00
ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე ლიბერთი ბანკის ბრენდის ახალ ამბასადორს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, წარადგენს.