„იულიუს კეისარი“ – გდანსკის შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
6 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი პოლონეთში, გდანსკის საერთაშორისო ფესტივალზე რეჟისორ რობერტ სტურიას სპექტაკლით „იულიუს კეისარი“ წარდგება.
გდანსკის შექსპირის ფესტივალი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალური ფესტივალია, რომელმაც 19 წლის მანძილზე ორმოცზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტ თეატრალურ დასს უმასპინძლა.
ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის სპექტაკლებს, უორქშოფებს და კულტურულ შეხვედრებს მოიცავს, რომელშიც ყველა დროის ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და კრიტიკოსები მონაწილეობენ.
შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი აღნიშნულ ფესტივალზე მეორედ არის მიწვეული.