მოჯაჰიდები რუსეთის წინააღმდეგ ქიმიური ომის დასაწყებად ემზადებიან
მოჯაჰიდები რუსეთის ხელისუფლებისგან კავკასიის რეგიონიდან სამხედრო შენაერთების გაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თავადვე განმარტავენ, რუსეთის ხელისუფლების დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ თავდასხმებს და ქიმიური ომის დაწყებას გეგმავენ,- ამის შესახებ დივერსიული ჯგუფის ,,ანსარ ალ სუნის“ მოჯაჰედების, ამირ უმარის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, მოჯაჰედების ამირმა რუსეთთან ომის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. დაჯგუფების განმარტებით, ისინი რუსეთს საუკუნეების განმავლობაში მათ დაღვრილ სისხლს ვერ პატიობენ. მოჯაჰედები ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთში მომხდარ დაპირისპირებას ახსენებენ, რაც, მათი განცხადებით, კავკასიაში ომის დაწყების მიზეზი გახდა.
„ კავკასიის მოჯაჰედებმა გვინდა მივმართოთ რუს ხალხს- ვოლგოგრადში განხორციელებული დივერსიული შეტევები თქვენი ტანჯვის მხოლოდ დასაწყისია, თუ გონს არ მოეგებით და კავკასიის მიწიდან თქვენს ჯარს არ გაიყვანთ. წინააღმდეგ შემთხვევაში – თავდასხმები გაგრძელდება, ქიმიური ომის ჩათვლით. თქვენ ჯარი ჩვენს მიწაზე შემოიყვანეთ, ჩვენ საპასუხოდ შემოვიყვანეთ – ჩვენი, და თითოეული ჯარისკაცი ამირის ბრძანებას ელის, რათა დავარღვიოთ თქვენი სიმშვიდე ისევე, როგორც ეს ვოლგოგრადში მოხდა. თქვენსავე ინტერესშია, რომ დატოვოთ ჩვენი ტერიტორია, დატოვოთ დაუყოვნებლივ, ეს თქვენი ნათესავების და ახლობლების ინტერესიცაა. აქამდე კავკასიელი მოჯაჰედები მსგავს ქმედებებს არ ახორციელებდნენ, მაგრამ ეს იმის გამო არ ხდებოდა, რომ თქვენი ,,ყოვლად ძლიერი სამსახურები’’ ერეოდნენ საქმეში. ამას ჩვენ მხოლოდ ჩვენი ამირის დოკუ აბუ უსმანის ბრძანების გამო არ ვაკეთებდით, მაგრამ ეს ვერც ერთმა თქვენგანმა ვერ შეიგნო და ვერ აღიქვა, როგორც კეთილშობილური ჟესტი. პირიქით, თქვენ ეს ჩვენი მხრიდან სისუსტედ ჩათვალეთ, ირწმუნეთ, რომ ხართ უძლეველები და კიდევ უფრო გააძლიერეთ მუსულმანების ჩაგვრა. თქვენ ღრმად მცდარი შეხედულებები გაქვთ. ალაჰის დიდებით, ამირ დოკა აბუ უსმანმა გადახედა მის გადაწყვეტილებას და გასცა ბრძანება ომის განახლების შესახებ.
რამდენიმე წარმატებული ოპერაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა საბრძოლო ტერიტორიაზე და ეს თქვენი დასასრულის მხოლოდ დასაწყისია. თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში, ქუჩებში, რაიონებში – თქვენს სახლებს სისხლით ავავსებთ ისევე, როგორც თქვენ იჭრებით მუსულმანების სახლებში და ანგრევთ მათ ცხოვრებას. ჩვენს სისხლს კავკასიაში თქვენ საუკუნეების განმავლობაში ღვრით და ტყუილად გგონიათ, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებას მოიპოვებთ. ეს ბრძოლა თქვენ ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჩეჩნეთში დაიწყეთ და პუტინი მაშინაც გამარჯვებას გპირდებოდათ, მაგრამ რას მიაღწია? ალაჰის ნებით, ეს ომი გახდა მიზეზი, რომ ჯიჰადი მთელს კავკასიაში გავრცელდა. ახლა კი ჩვენ მას მთელი რუსეთის ტერიტორიაზე გავავრცელებთ. არც პუტინი და არც ნებისმიერი სხვა წყეული პოლიტიკისი, რომელიც დღეს მკერდში მჯიღებს ირტყამს და დაცვას გპირდებათ, ამის გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგალითი- ვოლგოგრადია“,- აღნიშნულია განცხადებაში. მოჯაჰიდთა განცხადებით, მანამ, სანამ თითოეული მუსულმანი, ქალი ან კაცი თავისუფლად არ ამოისუნთქებს საკუთარ სახლში – რუსებიც, თავიანთ სახლებში დაიხოცებიან.
„ ჩვენ ვერ შეგვაშინებთ თქვენი კანონებით. თითოეული კანონი, რომელიც მუსულმანების შევიწროებისთვისაა შექმნილი, თქვენს თითოეულ ქალაქზე მძვინვარე ექოდ დაიქუხებს. ჩვენ მხოლოდ ალაჰის გვეშინია, ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ რწმენას გვიძლიერებს გულებში და ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი შეშინების თქვენეულ, საცოდავ მცდელობას – ,,ჩვენთვის საკმარისია ალაჰი, როგორც დამცველი და მფარველი“.
ყურანში ალაჰი ამბობს: ,,ნუთუ ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ მიატოვებენ და განსაცდელში ჩააგდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ იტყვიან: ,,ჩვენ გვწამდა?“ ალაჰი აუცილებლად იცნობს მათ, ვინც სიმართლეს ამბობს – და იცნობს მატყუარებსაც. ნუთუ ისინი, ვინც ბოროტებებს სჩადიან, ფიქრობენ, რომ ჩვენ გვაჯობებენ და სასჯელს აიცილებენ? თქვენი დიქტატორი პუტინი და მისი მარიონეტები ჩაგაგონებენ, რომ კავკასიელი მუსულმანები ტერორისტები არიან, და თითქოს ისინი თქვენთან თვითგანადგურებამდე იბრძოლებენ. ჰკითხეთ თქვენს თავს – რისთვის? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვავრცელებთ ალაჰის სინათლეს მთელს დედამიწაზე, და თუკი მშვიდობა არ გინდათ – მიიღებთ ომს, ჩაიხრჩობით თქვენსავე სისხლში – კავკასიის მიწაზე დაღვრილი მუსულმანების სისხლის სანაცვლოდ. რას გპირდებიან თქვენი ,,ყოვლად ძლიერი“ პოლიტიკოსები, რომლებიც თავის სავარძლებში ვეღარ ეტევიან? ისინი გაჰყვირიან იმ უსაფრთხოებაზე, რომელიც არ არსებობს და გპირდებით, რომ დიდი ხანი არც იქნება. თქვენ ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეწყვიტოთ დღესვე და ამ წამს. შეგიძლიათ სიმშვიდე ჰპოვოთ თქვენს სახლებში, თუ დატოვებთ კავკასიის მიწას. თქვენს ხელისუფლებას არ ადარდებს თქვენი სიცოცხლე და თქვენი ოჯახები, მათ მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა ადარდებთ და ამას ძალიან კარგად აკეთებენ, მაგრამ ეს დროებითია, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და ეს დასასრულიც მალე დადგება. თქვენი გადასაწყვეტია – მათთან ერთად ჩაიძირებით ნავში თუ გათავისუფლდებით დამპალი რეჟიმისგან და დაიმკვიდრებთ სიმშვიდეს, ახლობლები და ნათესავები კი შიშის გარეშე იცხოვრებენ. ეს მხოლოდ ზეციერს შეუძლია, ჩვენ კი საზღვრებს არასოდეს ვცილდებით. გადაირჩინეთ თავი და გადაარჩინეთ თქვენი ოჯახები. ალაჰის რისხვას ვერავინ გაექცევა! იმ წუთიდან, რაც დოკა მსგავსი ოპერაციების მორატორიუმს შეაჩერებს, თქვენ აღარ იქნებით საფრთხის ქვეშ, ჩვენ კი ალაჰის კანონებით გვინდა ცხოვრება. ალაჰი კი ყურანში ამბობს: ,,იბრძოლეთ ალაჰის გზაზე მათთან, ვინც თქვენს წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ დადგენილის ზღვარს არ გადასცილდეთ, ალაჰს არ უყვარს უსამართლობა“.
რაღა გიკვირთ დღეს, როცა იღებთ იმას, რასაც იმსახურებთ?“- აღნიშნულია მოჯაჰიდთა განცხადებაში. მათი განცხადებით, ჩეჩნეთში რუსი ხალხის მამებმა, შვილებმა და მეუღლეებმა პუტინის ხელმძღვანელობით, მუსულმანები ვითომდა ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ამოხოცეს. რის გამოც, მათივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ მუსულმანებს არჩევანი არ დაუტოვა.
„თქვენგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკლავთ თქვენს ბავშვებს, როგორც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ. თქვენ საუკუნეების მანძილზე ღვრიდით ჩვენი ქალების, ბავშვების და მოხუცების სისხლს, რომელთაც იარაღის ხელში აღება არ შეეძლოთ და მხოლოდ იმას ამბობდნენ, ჩვენი ღმერთი ალაჰიაო და მისი კანონებით უნდათ ცხოვრება. რატომ არ ყმუოდით ტკივილისაგან, როგორც ამას დღეს აკეთებთ, როცა ჩეჩნეთში თქვენმა მამებმა, შვილებმა და მეუღლეებმა პუტინის ხელმძღვანელობით მუსულმანები ამოხოცეს ვითომდა ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით. თავს გახვევენ თავის კანონებს. სად იყო თქვენი კვნესა და წყევლა, რომელსაც დღეს ასე უხვად იმეტებთ ჩვენთვის. ჩვენ უკან გიბრუნებთ ამ წყევლას და დაგიბრუნებთ იმ ტკივილსაც თქვენს სახლებში. ჩვენ დაგიბრუნებთ თქვენს ბომბებს და გაგანადგურებთ თქვენივე იარაღით, თუ თქვენ ამ ყველაფერს არ შეწყვეტთ. რუსეთის მაცხოვრებლებო, თქვენ გაქვთ დრო, რათა შეაჩეროთ ის, რის უკან დაბრუნებასაც ვეღარასდროს შეძლებთ. თქვენმა ხელისუფლებამ მუსულმანებს არჩევანი არ დაუტოვა, ჩვენ კი გაძლევთ დღეს ამის საშუალებას. გადაწყვიტეთ. მორიგი ბრძანება რუსი ჯვაროსნების განადგურების შესახებ – უკვე დევს განსახილველად. არჩევანი თქვენზეა“,- აღნიშნულია დივერსიული ჯგუფის ,,ანსარ ალ სუნის“ ამირი – უმარის ხელმოწერით გავრცელებულ განცხადებაში. გავრცელებული განცხადების შესწავლისას ექსპერტები არ გამორიცხავენ, მუსულმანებმა ტერაქტების სამიზნედ სოჭი შეარჩიონ. როგორც სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ, „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, გავრცელებული განცხადებით დადასტურდა ის ფაქტიც, რომ ვოლგოგრადისა და პიატიგორსკის ტერაქტები დოკუ უმაროვს უკავშირდება. მისი განცხადებით, დაღესტნელი ჯამაათი, რისი სახელითაც გავრცელდა მიმართვა, კოორდინაციაში და მჭიდრო კავშირში იმყოფება დოკუ უმაროვთან. „დადასტურდა, რომ ვოლგოგრადის და პიატიგორსკის ტერაქტის უკან დოკუ უმაროვი იდგა. დაღესტნელი ჯამაათი არის სწორედ დოკუ უმაროვის შემადგენელი ნაწილი, ეს ორგანიზაცია ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებს, მაგრამ კოორდინაციაშია კავკასიური ისლამის ემირატთან, დოკუ უმაროვის დაჯგუფებასთან. დაღესტნული ჯამაათი საკმაოდ აქტიური დაჯგუფებაა, თუმცა არ ვიცი, რამდენად მოეპოვებათ მათ ქიმიური იარაღი. საქმე გვექნება ტერაქტთან, სერიოზულ დივერსიულ აქტთან. ამ დაჯგუფების ხელწერა და სტილი ახლოსაა იმ ტიპის ტერაქტებთან, რომელთაც ადგილი ჰქონდა ბუდიონოვსკში და ბესლანში. შესაძლოა, მოჯაჰიდებმა ტერაქტისთვის სოჭი გამოიყენონ“,- განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ. ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ის, რომ დაჯგუფების წევრები მიმართვას უგზავნიან რუსეთის მოსახლეობას, საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუშია, რომლითაც ისინი თავიანთი ქმედებების ერთგვარ „გამართლებას“ ცდილობენ.
„ეს არის საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუში, როდესაც ტერორისტული დაჯგუფება ცდილობს, გაამართლოს ის ქმედება, რომელიც მან ჩაიდინა. ამით, რა თქმა უნდა, ადასტურებენ, რომ ეს არის არაკანონიერი ქმედება, მაგრამ აქვე აღნიშნავენ იმასაც, რომ მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ. დაღესტნური ჯამაათი საკმაოდ სერიოზული დაჯგუფებაა. ის ფაქტობრივად აკონტროლებს სიტუაციას დაღესტანში, ჩეჩნეთში, ასევე მოქმედებს სტავროპოლის მხარეშიც“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ცირა შერგელაშვილი