პრეზიდენტი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ვეტო იქნება შესაძლებლობა, რომ მმართველი გუნდი მის მოტივირებულ შენიშვნებზე დაფიქრდეს.
გიორგი მარგველაშვილი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს.
“არ განვიხილავ, რომ ეს ასე გადაწყდეს . არის ემოცია, რომელიც უკავშირდება მცდელობას, რომ ჩემთან მოხდეს დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ არ შევდივარ ამ დაპირისპირებაში. ეს ემოციები, ალბათ, ნელ-ნელა დამშვიდდება. ალბათ, მანამ, სანამ ასეთი რეაქცია იქნება, წაიკითხავენ ამ კანონპროექტს და იქნებ დაინახონ, რომ ეს ძალიან საინტერესო გამოსავალია, რომელიც აძლევს საშუალებას ამ სიტუაციის განმუხტვის. დაინახონ, რომ მე არ ვუპირისპირდები და არ ვებრძვი მათ”, – განაცახდა მარგველაშვილმა “მაესტროს ცხრიანში”.
პრეზიდენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები