თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს
თბილისში გამოჩნდნენ მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც სადარბაზოების დეზინფექციის მოტივით მოსახლეობას ფულს სძალავენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათი განმარტებით, ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები. დედაქალაქის მერია თბილისელებს მოუწოდებს, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს.
„თბილისში გამოჩნდნენ მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც სადარბაზოების დეზინფექციის მოტივით მოსახლეობას ფულს სძალავენ. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.