ბათუმში ზურაბ ყიფშიძესთან შეხვედრა გაიმართება

1 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნანა მესხის პროექტის „ყავა ქვიშაზე ნანა მესხთან“ სტუმარი მსახიობი ზურაბ ყიფშიძე იქნება. მსახიობი ისაუბრებს საკუთარ ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე, საზოგადოებისთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე.
სალონური საღამოების, რომლებიც ბათუმში თვეში ერთხელ იმართება, იდეის ავტორი და ორგანიზატორი კომპოზიტორი ნანა მესხია. „ეს პროექტი სალონური საღამოების აღორძინებას ემსახურება, რომელიც ბათუმში უკვე აღარ ახსოვდათ. მე გამიჩნდა იდეა, აღმედგინა ეს პროექტი და მინდა გითხრათ, რომ მან საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც სტუმრობენ“, – ამბობს ნანა მესხი.
პირველი საღამოს სტუმარი, ანსამბლ „თეატრონთან“ ერთად, მწერალი დათო ტურაშვილი იყო, ხოლო მეორე სტუმარი – მწერალი ლაშა ბუღაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები