შსს-ს აკადემიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ გედესი ღონისძიების დახურვას და მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ.
„განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად 2010 წელს ჩატარდა. წელს აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს. 5-დღიანი სალექციო კურსი დიდი ბრიტანეთის საზღვაო ომის წარმოების სკოლის ექსპერტებმა ჩაატარეს.
კურსის დახურვის შემდეგ ნუკრი გელაშვილმა სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა“, – აღნიშნავენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები