გზის საფარის რეაბილიტაცია 12 მისამართზე დასრულდა

დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დიდუბესა და დიღმის მასივში 12 მისამართზე გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
იტალიურ ეზოებსა და შიდა კვარტალურ გზებზე მოიჭრა ასფალტის დაზიანებული ფენა, მოეწყო საფუძველი და 7174 კვადრატულ მეტრზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტის მიხედვით, შიდა კვარტალურ გზებზე ასევე მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები.
დამატებით, გოგოლაურისა და კედიას ქუჩებზე გზის საფარს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება.
12 მისამართზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „საგზაო კომპანიამ“ 229 325.20 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები