რა კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილს რუმინეთში ამოღებულ 33 კილოგრამ კოკაინთან

გაზეთ “ალიას” ინფორმაციით, რუმინეთში ამოღებულ რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელი ურევია.
როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ოდესაში მოკალათებულმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც საქართველოში აკეთებდა, უკრაინაშიც დაიწყო ნარკოტიკების ათვისება.
„დანამდვილებით გეუბნებით, რომ ეს ჰეროინი თურქეთიდან ბორნით ჩამოიტანეს ოდესის პორტში. ვინც რუკას დახედავს, ეგრევე მიხვდება, რომ თურქეთიდან ტვირთის შემოტანა საქართველოში საერთოდ არ იყო საჭირო. შავი ზღვით ჩავიდა ოდესის პორტში, იქ გადატვირთეს მანქანაში და გაუშვეს რუმინეთში. დღეს ოდესაში თითქმის ყელაფერს სააკაშვილი აკონტროლებს და ცდილობს დიდი ფულიც იშოვოს. თუ უკრაინის პროკურატურა კარგად გამოიძიებს ამ საქმეს, კვალი საით წავა, თავად ნახავენ“, – ამბობს გამოცემასთან საუბრისას სანდო წყარო.
ამასთან, გაზეთი „ალია“ 2014 წელს სააკაშვილის „ნარკობარონობასთან“ დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს აქვეყნებს.
„მაშინ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ალბანეთში საკაიკაცოდ არ იყო ჩასული. შეგახსენებთ, სწორედ იმ დღეებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო დიდი რაოდენობით ნარკოტიკები: „პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ ამ ტვირთის დაკავებას წინ უძღოდა ზურაბ ჯაფარიძისა და ირმა ინაშვილის ვიზიტი ბაქოში, რომლებიც საბაჟო ტერმინალზე დიდი ოდენობით თანხით დააკავეს. ამას მოჰყვა ნარკოტიკებით დაკავება, რომელიც მიდიოდა ალბანეთში. სწორედ იმ პერიოდში მოხდა მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა ალბანეთში. რა უნდოდა, მაინცდამაინც იმ პერიოდში, რომ ჩაბრძანდა, სწორედ იმ ადგილას, სადაც ეს ჰეროინი მიდიოდა? სააკაშვილმა თქვა, რომ ის შეხვდა ალბანეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ კიდევ ვის შეხვდა, ეს უკვე გასარკვევი საკითხია“, – წერია მაისაიას მიერ მიცემულ ინტერვიუში.
გამოცემასთან იგი ასევე ამბობს, რომ 2009 წლიდან დღემდე ოდესის პორტში ნარკოტიკებისა და იარაღის შეტანა არ დაფიქსირებულა.
„სანამ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნებოდა, ამ პორტს იგორ კოლომოისკი აკონტროლებდა. სანამ ესენი იყვნენ, კი ხდებოდა კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვა, მაგრამ ნარკოტიკებსა და იარაღს არ ატარებდნენ. მივიდა საააკაშვილი, ეგრევე დაეტაკა სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელს, შემდეგ შევარდა პორტში, დაამყარა თავისი „წესრიგი“ და აჰა, შევიდა კიდეც 333 კილოგრამი ჰეროინი.
ეს ავღანური ჰეროინი იქნება, ორი აზრი არ არსებობს. სხვათა შორის, უკრაინა უკვე იქცა იარაღით ვაჭრობისა და ნარკოტიკების სატრანზიტო შავ ხვრელად. ეს ყველაფერი მიდის როგორც აღმოსავლეთ ევროპისკენ, ასევე, მოდის ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით.
ოდესაში უკვე შეიქმნა რაღაც საეჭვო ფორმები, რომლებიც ასევე ახორციელებენ საეჭვო ტრანზაქციებს, ეს უკავშირდება სწორედ მიხეილ სააკაშვილის და მის დაჯგუფებას.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ იმ დროისთვის საქართველო იყო ერთ-ერთი ნარკოსატრანზიტო ქვეყანა.
მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილი დააპატიმრეს, ბელორუსიაში ამოვარდა 80 კილოგრამი ჰეროინი, რომელიც უკავშირდებოდა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ კომპანიას. სწორედ იმ კომპანიაში ხდებოდა დაფასოება და გაგზავნა ბელორუსიის მიმართულებით. მერაბიშვილი დააპატიმრეს აპრილში და მაისში უკვე ეს ტრანზიტი ჩავარდა. სააკაშვილის პერიოდში იარაღი და ნარკოტიკები როგორ გადიოდა, ამაზე ბევრი ითქვა, დავთ კეზერაშვილმა სწორედ ამ გზით იშოვა ძალიან დიდი ფული. აი, ეს ბინძური საქმიანობა ახლა გადაიტანეს უკრაინაში და იქაც შოულობენ მილიარდებს“, – წერს გაზეთი „ალია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები