დერცელის ტყეში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ხევზე გადასასვლელი ხიდი და გზის მცირე მონაკვეთი აღდგენილია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში საზაფხულო საძოვრებთან მისასვლელი გზა აღდგენილია და მოსხლეობა მთის მიმართულებით უპრობლემოდ გადაადგილდება.
27 ივლისს სოფლიდან 6 კილომეტრის მოშორებით დერცელის ტყეში, უხვი ნალექის შედეგად ხევზე გადასასვლელი ხიდი და გზის მცირე მონაკვეთი დაზიანდა. დაზიანებული ადგილი მხარის გუბერნატორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და სოფელ დერცელის მაცხოვრებლებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
გზის აღდგენის სამუშაოებში, სპეციალურ ტექნიკასთან ერთად, ადგილობრივებიც მონაწილეობდნენ. დაზიანებული ადგილი ქვა-ღორღისგან და ნაშალი მასალისგან გაიწმინდა და აღდგა ხევზე გადასასვლელი.სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, გზის სივიწროვის მიუხედავად, რაც ტექნიკის მუშაობას ართულებდა, ერთობლივი ძალებით მაინც მოხერხდა დაზიანების აღმოფხვრა და დღეისათვის აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებამდე არსებულზე ბევრად უკეთესია.
ამ დროისათვის მოსახლეობა მთის მიმართულებით უპრობლემოდ გადაადგილდება. გარდა ამისა, აღდგენილია მცირედით დაზიანებული სასმელი წყლის მილიც, რომლითაც მთაში მყოფ მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას მადლობას უხდის თანადგომისთვის. პრობლემა, რომელიც დერცელის მაცხოვრებლებს შეექმნათ, მესამე დღეს მოგვარდა, ხოლო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელი დერცელი გარესამყაროს მოწყვეტილი და უწყლოდ იყო დარჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები