არჩილ თალაკვაძე: ანდრო ბარნოვმა პოლიციელებს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ადრო ბარნოვის მიერ 16 ივლისს სოფელ ხურვალეთთან პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
თალაკვაძის შეფასებით, ანდრო ბარნოვმა პოლიციელებს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა.
„მან მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა პოლიციელებს, რომლებიც იცავენ დე ფატქო საზღვარზე თავისი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება პროცესს, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ მისი დაცვის უფლება ამ შემთხვევაში არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
დღეს გორის რაიონულ სასამართლოში ანდრო ბარნოვის სასამართლო პროცესი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები