კონკურსი „აკაკი წერეთლის ახლად ილუსტრირებული კრებულის შესაქმნელად“ დასრულდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი: „აკაკი წერეთლის ახლად ილუსტრირებული კრებულის შესაქმნელად“ დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა ახალგაზრდა მხატვარ-გრაფიკოსებმა მიიღეს.
კომპეტენტურმა ჟიურიმ კონკურსში ორი გამარჯევებული გამოავლინა – მხატვარ-გრაფიკოსები თედო რეხვიაშვილი და მირიან ჭანკვეტაძე, რომლებიც წიგნის საბოლოო ილუსტრირებაზე იმუშავებენ.
პროექტი ხორციელდება აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად.