სემეკი „თელასის“ განცხადების თაობაზე დღეს იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია “თელასის” სატარიფო განაცხადის თაობაზე დღეს 12:00 საათისთვის იმსჯელებს.
დღევანდელ სხდომაზე სემეკ-ი, “თელასის” სატარიფო განაცხადის საფუძველზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე იმსჯელებს.
როგორც ცნობილია, “თელასმა” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა.
როგორც სემეკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.
კომისიამ სამი სამუშაო დღის ვადაში შეისწავლა “თელასის” მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები