დავით დონდუა პროგრამა CAPSTONE-ის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა პროგრამა CAPSTONE-ის მონაწილეებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა CAPSTONE-ში აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ. CAPSTONE წლებია რეგულარულად სტუმრობს საქართველოს და მისი მიზანია საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესწავლა. დავით დონდუამ მოკლედ მიმოიხილა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები და უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და რეგიონული უსაფრთხოების სხვა საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები