„ სასჯელაღსრულების სამინისტროს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯმმ“ პატიმრების კვების უზრუნველყოფისთვის ქვეკომპანიებს დავალიანებას არ ურიცხავს“

კომპანია „ნატურალ პლიუსის“ წარმომადგენელმა, სოფო ხორგუანმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა. საქმე სასჯელააღსრულების სამინისტროს ტენდერს ეხება, სადაც კომპანია „ჯმმ“-მა გაიმარჯვა და რომელიც პატიმრების კვებას უზრუნველყოფს.
როგორც ხორგუანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, სამინისტრო ამ კომპანიას პატიმრების კვებისთვის თანხას უხდის, თუმცა ეს კომპანია თანხას არ ურიცხავს ქვეკონტრაქტორებს, რომლებიც პატიმრებს კვებავენ.
მისი განმარტებით, ქვეკონტრაქტორების მიმართ არსებული დავალიანება უკვე მილიონებს ცდება. ხორგუანის თქმით, დავალიანების გამო, რომ ქვეკონტრაქტორებმა საჭმლის მიწოდება შეწყვიტონ, პატიმრები საკვების გარეშე დარჩებიან.
„ სასჯელაღსრულების სამინისტროს ტენდერში კომპანია „ჯმმ“-მა გაიმარჯვა, მან პატიმრების კვებითი ვალდებულება აიღო. მას ჰყავს რამდენიმე ქვეკონტრაქტორი, ერთ-ერთი არის „ნატურალ პლიუსი“, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს რძის პროდუქტებით ამარაგებს და თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს. სასჯელაღსრულების სამინისტრო თანხას კეთილსინდისიერად უხდის „ჯმმ“-ს, მაგრამ კომპანია „ჯმმ“ არ ასრულებს თავის ვალდებულებას და ქვეკონტრატორებს თანხას შეფერხებით უხდის. „ჯმმ“- ს აქვს დავალიანება, მხარეები შეთანხმდენ გადახდის გრაფიკზე, თუმცა კომპანია მის მიერ ხელმეორედ აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა.
ხორგუანის განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხები კომპანია „ჯმმ“-ისგან არადანიშნულებისამებრ სხვაგან მიემართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები