ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას 1 მილიონით დააფინანსებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას 1 მილიონით დააფინანსებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხონში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ჯარისკაცი სამკურნალოდ თურქეთში უკვე გაემგზავრა.
“როცა მინისტრად დავინიშნე, ბიძინა ივანიშვილს პირადად ვთხოვე კაპრალ დავითაიას მკურნალობის დაფინანსება, რომელიც 1 მილიონი ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვასწარით და კაპრალი გარდაიცვალა, თუმცა დაჭრილი სამხედროების მკურნალობის დაფინანსებაზე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილი ღიად ტოვებს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბევრ ჯარისკაცს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები