„ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქს ცნობილი უკრაინული მუსიკალური ჯგუფი „потап и настя“ ეწვევა

12 აგვისტოს, ბათუმს ცნობილი უკრაინული მუსიკალური ჯგუფი ,,потап и настя“ ეწვევა. პირველად ,ბათუმის ტენისის კორტებზე, „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში ,,потап и настя’’-ს დაუვიწყარი მუსიკალური შოუ-კონცერტი გაიმართება.
,,настя и потап“ ბათუმს 12-კაციანი დელეგაციით ეწვევა, ესენი არიანი: მუსიკოსები, ბექ-ვოკალისტები, მოცეკვავები და თავად სოლისტები.
უკრაინული დუეტი ,,потап и настя” პირველად მუსიკალურ ასპარეზზე 2007 წელს გამოჩნდა. ჯგუფმა დღეისთვის პოპულარობის პიკს მიაღწია, რუსული თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უამრავი მელომანი თაყვანისმცემელი ჰყავთ და უპრეცედენტო რაოდენობის მსმენელი youtube/chanel-ზე. ყოველი ახალი სიმღერა კი, ახალი ჰიტია. მათი საკონცერტო ტურნეები გაცდა პოსტსაბჭოთა სივრცეს და უკვე მსოფლიო მასშტაბს მიაღწია. ალექსეი პოტაპენკო და ნასტაია კომესნკაის წყვილი ,,mozgi entertaiment”-ის პროექტია, რომლის გავლენით კომპანია რუსულ და უკრაინულ ბაზარზე უკვე ლიდერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები