პროფესიონალებს სხვა გზა არ აქვთ – ნიკა გვარამია ნინო შუბლაძეს ახალ თანამდებობას ულოცავს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჯანდაცვის სამინისტროს მინისტრის მრჩევლად ნინო შუბლაძის დანიშვნის გადაწყვეტილებას უწონებს და ყველას შეურაცხყოფის თავშეკავებისგან მოუწოდებს.
როგორც გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ნინო შუბლაძე არის პროფესიონალი და მან მედიიდან წასვლა თავისი პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა. ახლა დასაქმდა ჯანდაცვის სამინისტროში საკუთარი პროფესიით.
„მეგობრებო (და არამეგობრებო) ორივე პოლიტიკური ბანაკიდან, მოეშვით შეურაცხყოფებს. პროფესიონალებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა საკუთარი პროფესიით მუშაობისა.
პარტიული კონიუნქტურა არაფერ შუაშია, პროფესიონალებმა ოჯახები უნდა არჩინონ საკუთარი შრომით. პირიქით, პოლიტიკოსები უნდა შეეშვან ადამიანების პარტიული თუ სხვა აფილიაცების მიხედვით დანიშვნა/გათავისუფლებას და ასეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟიც არ მოჰყვება მსგავს დანიშვნებს და საჯარო სამსახურიც ბევრად ეფექტიანი იქნება. შუბლიკ, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო – კარგი გადაწყვეტილებაა“,- წერს გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები