სურსათის ეროვნული სააგენტო საზამთროსა და ნესვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
საზამთროსა და ნესვის კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა. როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს სპეციალისტებმა მონიტორინგის ფარგლებში უვნებლობის პარამეტრებზე კვლევის მიზნით, საზამთროსა და ნესვის 30 ნიმუში აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა. კერძოდ,საზამთროსა და ნესვში ნიტრატების ზღვარი დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა. ნიმუშების აღება განხორციელდა აგრარული ბაზრებიდან და სუპერმარკეტებიდანმთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის, დედაქალაქსა და კახეთის, აჭარის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ნიმუშების აღებას და ბაზრის მონიტორინგს. შედეგების შესახებ პემანენტულად ეცნობება საზოგადოებას.