გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ექვსი ნავი და პიკაპის ავტომობილი დაემატა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას ექვსი ერთეული ნავი და სამი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილი დაემატა – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
ახალი ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიიღო. მინისტრმა, დეპარტამენტის ხემძღვანელ პირებთან ერთად თბილისის ზღვის ზედაპირზე ნავების ტექნიკური შესაძლებლობები შეამოწმა. გიგლა აგულაშვილმა ასევე, ავტომანქანების ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობაში ნავების სიმცირის გამო, ამ დრომდე წყლის ზედაპირის მონიტორინგი ბრაკონიერული ფაქტების გამოვლენის მიზნით სამაშველო სამსახურის აღჭურვილობის დახმარებით ხდებოდა.
აღნიშნულის გამო ოპერატიულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა მცირდებოდა. ახლადშეძენილი ნავები პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და ოპერატიულ ინფორმაციაზე დაუყონებლივ რეაგირებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები