„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დაიწყო

”ჰით ბათუმი 2015” პროექტი გრძელდება და ყოველთვის მზადაა დასვენების პარალელურად საუკეთესო და გასართობი ღონისძიებები შემოგთავაზოთ. ავტორებმა უფროსების გარდა, პატარებზეც იზრუნეს და 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე ზღვისპირა ქალაქში „საბავშვო დღეები“ გაიმართება. ბათუმის კოლონადები, ბულვარი და ქალაქის ქუჩები საბავშვო სპექტაკლებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს დაეთმობა.
„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დაიწყო. იმდენი ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირი შემოგვეხვია გარს, რომ გუშინ ყველანი საოცრებათა ქვეყანაში აღმოვჩნდით. ცეკვა, სიმღერა, თამაში, ვიქტორინა… პატარებს წინ დაუვიწყარი დღეები ელით! აქ ყოველდღე რაღაც ხდება!
საბავშვო პროგრამა მრავალფეროვანია და საინტერესო წარმოდგენებსა და კონცერტებს მოიცავს: ბასტი ბუბუს, სტუდია ლიპოპოსა და ჯაზ ბენდის კონცერტი, მიუზიკლები: „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“, „ბურატინოს თავგადასავალი“ და „მაუგლი“, თითების თეატრი გამართავს სპექტაკლის პრემიერას „ქეი და ჰერდას თავგადასავალი“. მოხდება ქუჩებში ყველსათვის საყვარელი ზღაპრის გმირების მსვლელობა, მოეწყობა ცეცხლოვანი, ფეერვერკ და ნეონ შოუები, საბავშვო დღეები საბავშვო დღეები ასევე მოიცავს დისნეი ლენდის პროგრამას, იქნება კონკურსები, ვიქტორინა: რა? სად? როდის?
გარდა ამისა, 28 ივლისს კოკა-კოლას ორგანიზებით გაიხსნება „ფანტა ლავ ლენდი“, რომელიც 2 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს იქნება მოცულობითი ერთკვირიანი აქტივობა, უამრავი საჩუქრებით, ფრანებითა და შოუ პროგრამით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები