ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ნინო შუბლაძე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის საკითხების მიმართულებით იმუშავებს. ის უწყებაში მუშაობას უკვე შეუდგა. ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა საინფორმაციო სამსახურს, იყო გენერალური დირექტორის მოადგილე. მან ტელეკომპანია გასულ წელს დატოვა.