დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ “თბილისი 2015”-თან დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.
შსს-ს ინფორმაციით, დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა. 29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი. 30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი. “მოსახლეობას მოვუწოდებთ აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები