თინა ხიდაშელი: გამიკვირდა, პრეზიდენტი ოლიმპიადაზე რომ არ იყო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიადის გახსნის გუშინდელ ცერემონიალს არ დაესწრო. აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტის წევრები ეხმაურებიან.
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მან არ იცის, თუ რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი ღონისძიებას, ეს თავად მას უნდა ჰკითხონ. „არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ, ეს საქართველოს პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ. მეც გამიკვირდა, იქ რომ არ იყო. ამის შესახებ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები