გამოფენა: „მოყვარული ახალგაზრდა ფოტოგრაფები“ გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოში გერმანელი სტუმრების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენას „მოყვარული ახალგაზრდა ფოტოგრაფები“ უმასპინძლებს.
როგორც ცნობილია, ბერლინის სენატის ფინანსური მხარდაჭერით, 2010 წლიდან, გერმანიის დედაქალაქში მოქმედი ორგანიზაციის „ბერლინის ქართული სახლის“ და მისი ხელმძღვანელის, თამარ შალამბერიძის ინიციატივით ხორციელდება სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამები. რამდენადაც ამ დიასპორული ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია გერმანიასა და საქართველოს შორის კულტურული და საგანამანათლებლო ურთიერთობები, ამა წლის ივლისში ხორცილედება მორიგი ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი, რომლის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ გერმანელი ახალგაზრდები. პროექტის დასკვნითი ნაწილი სწორედ ეს გამოფენაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები