ვალერი არქანიას არტგალერეაში მურთაზ შურღაიას პერსონალური გამოფენა გაიმართება
თბილისში, 30 ივლისს, 17 საათზე, ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში (თბილისი, უზნაძის ქ. 68) გამოფენა გაიმართება.
არტგალერეაში მხატვარ მურთაზ შურღაიას რიგით მე-5 პერსონალური გამოფენა გაიმართება.
მურთაზ შურღაია 1969 წ.30 ივლისს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. 2001 წლიდან საქართველოს სამხატვრო კავშირის წევრია, ასწავლის სამხატვრო აკადემიაში. მხატვარი აწყობს როგორც პერსონალურ გამოფენებს, ასევე აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. მურთაზ შურღაიას ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და გალერეას ამშვენებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 568 803871.