„ჰით ბათუმი 2015“-ის ჯაზის დღეები Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდა
ბათუმში ჯაზის დღეები დასრულდა, თუმცა ”ჰით ბათუმი 2015” პროექტი გრძელდება. ჯაზის დღეებმა ბათუმის კოლონადებთან სტარტი 21 ივლისს, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტით აიღო. კონცერტს, რომელზეც დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო, 2 საღამო დაეთმო.
23-26 ივლისს კი შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართა, რომელიც 26 ივლისს Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდა. ბათუმი აღმოსავლეთ ევროპის ერთადერთი ქალაქია, რომელსაც SNOOP DOGG თავისი ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია.
25 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კორტები ლიზა სტენსფილდის კონცერტს მასპინძლობდა. 24 ივლისს, განუმეორებელმა და ენერგიულმა ლივ უორფილდმა “ჰით ბათუმი 2015“-ის ჯაზის დღეები ბრწყინვალე კოცერტით შეაზანზარა. ჯაზ-ფესტივალი 23 ივლისს, ჯორჯ კლინტონისა და ლივ ვარფილდის კონცერტებით გაიხსნა.
ლივ უორფილდი ცნობილია ძლიერი ხმითა და დაუვიწყარი პერფორმანსებით. LiV WarfFeld-ის მუსიკალურ გემოვნებაზე ზეგავლენა მოახდინეს შემსრულებლებმა: Nina Simone, Etta James, Tina Turner, Sade, Mary J. Blige. მისი პირველი ალბომი იყო “Embrace Me”, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. მოგვიანებით, ლივ ვორფილდი გახდა პრინცის ჯგუფის „New Power Generation“ წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული მის ელექტრონულ ლაივ შოუში “NPG Hornz“.
ვორფილდის მეორე ალბომის პროდიუსერი 2014 წელს სწორედ პრინცი იყო. ამავე წელს ლივ ვორფილდმა მუსიკალური შოუს „Soul Train“-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი მუსიკოსი“.
ლიზა სტენსფილდი 80-90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოპ ვარსკვლავია თავისი მაცდური, სენტიმენტალური ვოკალითა და საცეკვავო პოპ მუსიკით დუეტები აქვს ჯორჯ მაიკლთან და ქვინთან. მისი ოთხი ალბომი გახდა მსოფლიო ჰიტი და გაიყიდა 15 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი.
ჯორჯ კლინტონი Funk მუსიკის ერთ-ერთი პირველი ინოვატორი და ჯგუფების Parliament და Funkadelic – ის შთაგონება. ჯგუფი სცენაზე გამოირჩევა დაუვიწყარი სანახაობით, ორიგინალური კოსტიუმებით და თვალისმომჭრელი პერფორმანსებით.
ლივ ვარფილდი არის ამერიკელი მომღერარილი და კომპოზიტორი, მიმდინარეობა R&B, SOUL, ALTERNATIVE. მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა თანამედროვე მუსიკის სამყაროში.
მსახიობ და ლეგენდარულ შოუმენს Snoop Dogg-ს მიღებული აქვს უამრავი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის მრავალრიცხოვანი GRAMMY® -ს ნომინაციები. 1993 წლის შემდეგ მან გამოსცა 12 ალბომი და ითანამშრომლა უამრავ არტისტთან ყველა მუსიკალურ მიმდინარეობაში. მსოფლიოს მასშტაბით გაყუდულია მისი 30 მილიონზე მეტი ალბომი.
ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five”-ში ბენდთან ერთად კონცერტები გამართა წარმატებულმა ქართველმა ჯაზ–პიანისტმა გიორგი მიქაძემ. ბენდის შემადგენლობაშია ცნობილი ამერიკელი DJ, ჰიპ–ჰოპერი, ბერკლის პროფესორი და Okayplayer-ის არტისტი ბრაიან რაიდერ. გიორგი მიქაძემ მსმენელს სრულიად ახალი, მულტიჟანრული პროექტი წარუდგინა სახელწოდებით „GIORGI MIKADZE & NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“. პროექტში ჯაზის, ფანკის, სოულის, ფიუჟენისა და ჰიპ–ჰოპის ელემენტებია გაერთიანებული.
საფესტივალი კლუბში კი ბათუმელებმა და დასმვენებლებმა დაუვიწყარი საღამოები გაატარეს.