სასწრაფოდ: საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. მიწისძვრა ქალაქ სიღნაღიდან 55 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ კაზლარში დაფიქსირდა.