“თბილისი 2015”-ის გახსნის ცერემონიის ნახვა მსურველებს ვაკის პარკში დამონტაჟებულ მონიტორზეც შეეძლებათ
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015”-ის გახსნის ცერემონიის ნახვა მსურველებს ვაკის პარკში დამონტაჟებულ მონიტორზეც შეეძლებათ.
როგორც “კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ეს გადაწყვეტილება თბილისის მერმა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება. ცერემონია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.